English / ქართული / русский /
თეა ლაზარაშვილირუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე
სოციალური ინოვაციები: ეკონომიკური და სოციალური შინაარსი

ანოტაცია. სამეცნიერო ლიერატურაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურად საკითხად განიხილება სოციალური ინოვაციების სტატუსი, როგორც საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების დამოუკიდებელი მოვლენა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით სოციალური ინოვაციებისადმი ინტერესი, როგორც სამეცნიერო კვლევის ობიექტისადმი უკვე ბოლო 20 წელია რაც შეიმჩნევა და განპირობებულია როგორც საზოგადოებრივი სექტორის პრობლემათა გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებით. აგრეთვე, ეკონომიკურ აგენტებს შორის ურთიერთობების ტრანსფორმაციით, რომელიც გამოწვეულია მიზანსწრაფული ტექნოლოგიური განვითარებით, სოციალურ, კულტურულ, გარემოსდაცვით სფეროებში ცალკეული ეკონომიკური აგენტების ინტერესებისა და სტიმულირების ცვლილებით.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციები ზოგადად და კერძოდ, სოციალური ინოვაციები  წარმოადგენენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  განუყოფელ ნაწილს, რადგანაც გულისხმობენ მისი ყველა ფაქტორისა და შედეგის ხარისხობრივ ცვლილებას. ამასთნ დაკავშირებით, ამ მოვლენის შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი არის თეორიულ-მეთოდოლოგიური შეხედულებების განვითარება სოციალური ინოვაციების შინაარსობრივ საუძველზე.

საკვანძო სიტყვები:  ინოვაციები, სოციალური ინოვაციები, საზოგადოება, სოციუმი

შესავალი

ზოგადად, სოციალური ინოვაციების შინაარსობრივი საფუძვლის კვლევის აქტუალობა განპირობებულია შემდეგი როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით ეკონომიკის სხვადასხვა დონეზე:

-         საზოგადბრივი პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული ხერხების ძიებით;

-         ეკონომიკურ აგენტებს შორის ურთიერთობების ცვლილებებით;

-         სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ევოლუციონირებით. ერთი ტექნოლოგიური წყობის მეორეზე გადასვლით.

ჩვენი აზრით სოციალური ინოვაციები ესაა ხარისხობრივი ცვლილებების ერთობლიობა ადამიანური და სოციალური კაპიტალის ფორმირების, განვითარებისა და რეალიზაციის სფეროებში პირადი და საზოგადო კეთილდღეობის დონის გაზრდის მიზნით.

სოციალური ინოვაციების ხარისხობრივი განსაზღვრა განპირობებულია რიგი დამახასიათებელი თავისებურებებით: სტრატეგიული მიმართულებით; ინერტულობით, სინერგიით და რისკიანობით.

სოციალური ინოვაციების სუბიექტური ფორმები და კლასიფიკაცია

სოციალური ინოვაციები წარმოადგენენ საკმაოდ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენას, რადგანაც წარმოიშვებიან სოციალური და ეკონომიკური სფეროს გადაკვეთისას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ-ინოვაციური პროცესის მონაწილეები შეიძლება განვიხილოთ პროექტის და ინსტიტუციონალური მიდგომის პოზიციიდან.

ერთი მხრივ, პროექტის მიდგომის თანახმად სოციალური ინოვაციების მონაწილეები შეიძლება იყვნენ:

_ შემკვეთი, რომლის სახით შეიძლება გამოვიდნენ ხელისუფლებისა და მართვის მუნიციპალური ორგანოები, რომლებიც ასრულებენ საზოგადოების სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური პრობლემების გადაჭრის ამოცანას.

_ ინვესტორი, რომლის სახით შეიძლება გამოვიდეს როგორც ხელისუფლების სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები, ისე სხვადასხვა ფონდები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და აგრეთვე ცალკეული ინდივიდები.

_ მწარმოებელი, სოციალური ინოვაციების ინიციატორის წარმომადგენელი. ეს შეიძლება იყოს ბიზნესის წარმომადგენლები, ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოების და ბიზნესის გაერთიანებები, ცალკეული ინდივიდები.

_  მომხმარებლები, რომელთა სახით შეიძლება გამოვიდეს საზოგადოება მთლიანად და ადამიანი კერძოდ:

ინსტიტუციური მიდგომის პოზიციიდან სოციალური ინოვაციების მონაწილეებად გამოდიან საოჯახო მეურნეობები, ფირმები და სახელმწიფო. საოჯახო მეურნეობების როლი და ფუნქციები მიზანშეწონილია ორი მხრიდან  განვიხილოთ: ერთი მხრივ ისინი გამოდიან ადამიანური კაპიტალის მატარებლის სახით, რომლებიც წარმოადგენენ სოციალური ინოვაციების შექმნის პოტენციურ საფუძველს; მეორე მხრივ - როგორც სოციალური ინოვაციების უშუალო მომხმარებელი [Ромащенко Т.Д., Кисова А.Е. 2020].

სოციალური ინოვაციების ფორმირება, გავრცელება და დანერგვა ადამიანის საარსებო საშუალებების სხვადასხვა სფეროებში იწვევს მათი ახალი სახეობისა და ფორმების წარმოშობას. ასე მაგალითად, სოციალურ ინოვაციებს დღესდღეობით ბევრი ეკონომისტი მიაკუთვნებს ჩარტერულ სკოლებს, სოციალურ კონტრაქტებს, მიკროფინანსირებას, სოციალურ მეწარმეობას  და სხვა.

დღესდღეობით რადგან აღნიშნული მოვლენა ახალია ეკონომიკურ მეცნიერებაში, იგი სათანადოდ არ არის შესწავლილი და შესაბამისად სოციალური ინვაციების ერთიანი კვალიფიკაციაც არ არსებობს. სოციალური ინოვაციების ტიპოლოგია ხასიათდება დიდი მრავალფეროვნებით და გააჩნია მრავალ­კრიტერიული ხასიათი. ამასთან ტიპოლოგიის შერჩევა დამოკიდებულია ჩატარებული კვლევების მიზნებზე.

სოციალური ინოვაციების ძირითადი კლასიფიკაციის ნიშნებად შეიძლება ჩაითვალოს: საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო; მასშტაბურობის დონე და ხარისხი; გამოხატულების ინსტიტუციური ფორმა; ურთიერთქმედების სუბიექ­ტები.

საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების მიხედვით შეიძლება გამოიყოს ინოვაციები სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ-სულიერ სფეროებში.

დონისა და მასშტაბურობის ხარისხის მიხედვით სოციალური ინოვაციები იყოფა ნანო, მიკრო, მაკრო და მეგადონის ინოვაციებად.

ინსტიტუციური ფორმის მიხედვით: სოციალური მეწარმეობა, სოციალური კოოპერაციები და არაკომერციული ორგანიზაციები.

სუბიექტების ურთიერთქმედების მიხედვით მიზანშეწონილია მათი დაყოფა 2 სახედ:

-         ბიზნესსა და ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებს (სახელმწიფო სოციალური კერძო პარტნიორობა, საქველმოქმედო პროექტები) შორის ურთიერთქმედება;

-         ურთიერთქმედება საწარმების, საოჯახო მეურნეობების და სახელმწიფოს შორის _ სოციალური პარტნიორობა.

სოციალურ ინოვაციებს როგორც წესი განისაზღვრება ორი ძირითადი მნიშვნელობით: პირველ რიგში, სოციალური და კულტურული ხასიათის ინოვაციები ნებისმიერ სფეროში. მაგალითად ახალი ქცევითი მოდელები, ადამიანებს შორის ურთიერთობების დამყარების პრინციპების ცვლილება. ამ ინტერპრეტქციით სოციალური ინოვაციები უზრუნველყოფენ ღირებულებითი სისტემებისა და პრიორიტეტების, ნორმებისა და რეპრეზენტაციულ-ინტერპრეტაციული სქემების ევოლუციის გამოყენებას არა ტექნოლოგიური ან პროდუქციის მოდიფიკაციიდან, არამედ ურთიერთქმედების ფორმებიდან მოგების მისაღებად. მეორე მხრივ, ინოვაციები ე.ი. სოციალურ ურთიერთობებში, სოციალურ პოლიტიკაში, სოციალურ მომსახურებასა და სოციალურ-კულტურულ სერვისში, გავრცელება და ცვლილებების ინტერნაციონალიზაცია და აგრეთვე სოციალური მეწარმეობა, როგორც საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის სისტემა, როგორიცაა: მაგ. მოსახლეობის ნაკლებად დაცული ფენების მხარდაჭერა  [Ромащенко Т.Д., Кисова А.Е. 2020].  

განმარტებების პირველი ჯგუფი შეიძლება პირობითად დავახასიათოდ, როგორც ფუნდამენტური, ძირითადი მიდგომა, მეორე კი, როგორც საბაზო მიდგომის დარგობრივი გამოყენება. შესაბამისად შეიძლება გამოვყოთ უფრო დეტალური ქვეტიპები თითოეული ჯგუფის განსაზღვრის შიგნით მეთოდოლოგიური, კონცეპტუალური დარგობრივი და ტექნოლოგიური მიდგომების ფარგლებში.

მეთოდოლოგიურად, სოციალური ინოვაციები ასახავს ცვლილებების ასპექტს, რომელიც დაკავშირებულია ახალი ფორმების ფორმირებასთან და საზოგადოებაში ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპების რესტრუქტურიზაციასთან.

ვინაიდან ინოვაციები ასახავს ახლად შემოთავაზებულის (ახალი ტექნოლოგია, ახალი პროდუქტი ან მომსახურება და ა.შ.) დანერგვასა და ალგორითმიზაციას, ე.ი. სტანდარტიზაციასა და რეალიზაციას, მაშინ ეს პროცესები, როგორც წესი, გავლენას ახდენს მასობრივ კატეგორიებზე (მოსახლეობის ჯგუფები, საწარმოების ტიპები, საქმიანობის ტიპები და ა.შ), ამ მხრივ, წარმოიქმნება მნიშვნელოვანი ჯგუფური პროცესები, ახალი თანასაზოგადოებების ფორმირება და ძველის დეფორმაცია, საბოლოოდ, გლობალურ ადამიანურ საზოგადოებაში, ადამიანთა ქცევის ცვლილება პლანეტარული ცნობიერებისა და მოქმედების დონეზე.

ზოგადად რობოტიზაცია იწვევს მშრომელთა მნიშვნელოვანი მასების განთავისუფლებას, რომლებიც გამოდიან შრომის ბაზარზე და იწყებენ შემოსავლების სხვა წყაროების ძებნას ანდა სოციუმი დაიწყებს მოსახლეობის ამ მასების ჩართვას სოციალურად მისაღებ სიცოცხლისუნარიან ფორმებში. ამისათვის ხდება სამუშაო კვირის შემცირება, ფორმირდება გაცემული შემწეობების მნიშვნელოვანი მოცულობა, იქმნება ინოვაციური ქმედებებისა და აოციაციების ფორმები, რომლებიც კავდებიან სოციალურად მისაღები საქმიანობით და ამასთან ერთად გამოდიან გლობალური მასობრივი რობოტიზირებული წარმოების პროდუქციის მომხმარებლად [Маргуляна Я. А. 2018].

ამგვარად, სოციალურ ინოვაციებად შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის ახალი ფორმები მთლიანად საზოგადოებაში ანდა განსაზღვრული ქვესისტემის ჩარჩოებში (მაგ. სოციუმის ეკონომიკური ქვესისტემა). მაგ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა განიხილიბა, როგორც სოციალური ინოვაცია თავისი არსით, რადგანაც ასახავს ამოცანების ურთიერთგადაჭრის ახალ ფორმებს და ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესებს, საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ფარგლებში.

მეთოდოლოგიური ინტერპრეტაცია საშუალებას გვაძლევს სოციალურ ინოვაციებს მივაკუთვნოთ ახალი ურთიერთქმედება ინსტიტუტებს, საზოგადოების სუბიექტებსა და სტრუქტურებს შორის. მაგალითად რესურსების დაზოგვა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სოციალური ინოვაცია იმ შემთხვევაში, თუკი საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგს ლოკალური თანასაზოგადოებისათვის ანდა საზოგადოებისათვის მთლიანად ნაციონალურ და რეგინულ დონეებზე.

ამ თვალსაზრისით, მიდგომების პირველი ჯგუფის ფარგლებში სოციალური ინოვაციის ინტერპრეტაციაში მთელი ისტორია ადამიანური საზოგადოებისა და განიხილება, როგორც ურთიერთობების ერთი ტიპისა მეორეთი თანამიმდევრული ცვლილება  საზოგადოებაში. სოციალურ-ინოვაციური პროცესების დაჩქარება ინფორმაციულ საზოგადოებაში დაკავშირებულია სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროცესებთან.

ამგვარად, სოციალური ინოვაციები ასახავს: ა) საზოგადოების ევოლუციის განსაზღვრულ ეტაპს, როდესაც ესა თუ ის ინსტიტუტი (როგორც რეგულარულად განმეორებადი მოქმედებებისა და კავშირების ფორმა) დემონსტრირებს არასაკმარის ეფექტიანობას და საჭიროებს განახლებას; ბ) ჭარბი სოციალური ურთიერთობების ფართოდ ჩანაცვლება, სხვა ფორმებით, რომელთა უკმარისობა იწვევდა ეფექტიანობის შემცირებას.

კონცეპტუალურად ინოვაციები შეიძლება განსაზღვრულ იყოს როგორც ურთიერთკავშირის კონკრეტული ფორმები ადამიანებს შორის მოქმედ ინსტიტუტებს შორის. მაგ, კერძო ბიზნესს შორის. სოციალური ინოვაციის მაგალითად, რომელიც თეორიულ-კონცეპტუალურ დონეზეა განსაზღვრული შეიძლება გამოგვადგეს ტექნოლოგიური ინოვაციიდან გადასვლა ინოვაციური პროცესის მნიშვნელობით უფრო ფართო ცნებისაკენ. დღეისათვის კორპორატიული სასწავლო ცენტრის ანდა უნივერსიტეტის ფუნქციები ფართოვდება ცოდნის გაცვლის,  გადაცემის ცენტრიდან და კორპორატიული კულტურის ფორმირებიდან, კომპენსაციური მენეჯმენტის ელემენტამდე (რადგანაც ცოდნის შეძენა გამოდის თანამშრომლებისათვის მოტივაციის სახით) და კომპანიის ლოკალურ საზოგადოებასთან და ბიზნეს-პარტნიორებთან ურთიერთქმედების კომპონენტამდე, იმ შემთხვევაში, თუკი კორპორატიული უნივერსიტეტი შესაძლებლობას იძლევა შეთავაზოს საგანმანათლებლო და გაცნობითი პროგრამები როგორც მაცხოვრებლებს, ისე დაინტერესებულ პირებს, კომპანიის პარტნიორებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და სხვა. ამ კუთხით სოციალური ინოვაცია ქსელური ურთიერთობების დამყარების კოოპერატიული მიდგომის სისტემურ განხორციელებას სასწავლო ქვედანაყოფის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ყველა მხარეს, რომელთა საქმიანობა პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზაციის პროცესებზე კომპანიის ცოდნის სისტემაში და კომპანიის შესახებ, რაც ხელს უწყობს ღირებულების შექმნის ჯაჭვის სტაბილიზაციას და გაძლიერებას [Маргуляна Я. А. 2018].

მოცემულ მიდგომაში შეიძლება დავეყრდნოთ ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო დონეზე, კერძოდ ოსლოს გზამკვლევს (ინოვაციური მონაცემების შეფროვებისა და ანალიზის რეკომენდაციები). ოსლოს სახელმძღვანელოში  „ტექნოლოგიური ინოვაციის“ ტერმინზე უარის თქმა  აიხსნება მომსახურების სფეროში პროცესუალური და პროდუქტიული ინოვაციების ჯგუფების გაფართოებით.

რადგანაც ინოვაციის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სიახლე, მაშინ ინოვაციის ცნება შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც პროცესი და შედეგი − ინოვაციის კლასიკური განსაზღვრება ეხება მიღებული ახალი წარმოდგენების დანერგვას. უმეტესობა დოკუმენტებში დღესდღეობით ინოვაციებზე საუბარი მიდის როგორც შედეგზე (მაგ. ოსლოს გზამკვლევი).

ინფორმაციული პოსტინდუსტრიული საზოგადოების პირობებში, სადაც მომსახურების სფეროს უკავია ეკონომიკური სისტემის 80-85%-მდე, ინოვაციის გადასვლა სოციალური მომსახურების სფეროში და სოციალურ-კულტურულ სერვისში წარმოადგენს ბუნებრივ პროცესს.

 სოციალური ინოვაციების დარგობრივი გამოყენება მომსახურების სექტორში აისახება მომსახურების გაწევის ორგანიზაციის ცლილებაში, ეკონომიკური და მმართველობითი მიდგომისას მომსახურების საქმინობის და კომპეტენციის, შინაარსის ფორმირებისას, რომელიც აუცილებელია სერვისებში ეფექტური მუშაობისათვის.

როგორც ავღნიშნეთ, საზღვარგარეთის ქვეყნებში 2000 წლების დასაწყისში ტერმინი „სოციალური ინოვაციების“ გამოყენება აქტიურად დაიწყო სოციალურ კონტექსტში სექტორთაშორისი ურთიერთქმედების ახალი პრაქტიკების აღწერისათვის, სოციალური პრობლემების უკეთესი გადაწყვეტისთვის და მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. სოციალური ინოვაციები ვითარდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურებები, განათლება და სტრუქტურული უმუშევრობა, მოსახლეობის დაბერება, ახალგაზრდების დასაქმება, სიღარიბის დონის შემცირება და ცხოვრების დონის ამაღლება, გლობალიზაციისა და მიგრაციის პრობლემები, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება, ტრანსპორტის საკითხები და მოსახლეობის მობილობა, ენერგომოხმარება და ა.შ.

სოციალურმა ინოვაციებმა შედარებით აქტიურად დაიწყეს განვითარება და მხარს უჭერდნენ 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდგომ, რომელსაც მოყვა სოციალურ სფეროზე დანახარჯების შემცირება. ევროკომისიის და ევროპული კომისიის ანალიტიკური ცენტრის დოკუმენტებში, სოციალური ინოვაციები განიხილება, როგორც რესურსების მობილიზების ძირითადი ინსტრუმენტი ევროპაში სოციალური გამოწვევების გადასაწყვეტად, როგორც ტექნოლოგიური ინოვაციების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აუცილებელი ელემენტი და მეტი სოციალური შედეგების მიღწევის ინსტრუმენტი ნაკლები ძალისხმევით [Зырянов М.  2016].

მკვლევარებს შორის არ არის სოციალური ინოვაციების, ერთიანი თეორეტიკული განმარტება რაც მიგვანიშნებს მის უფრო მეტად მრავალ  ასპექტურობაზე, ვიდრე მის თეორეტიკულ დამუშავებაზე.

სოციალური ინოვაციები ესაა ახალი გადაწყვეტილებები (პროდუქტები, მომსახურება ანდა პროცესები), რომლებიც პასუხობენ სოციალურ მოთხოვნილებებს უკეთესად, ვიდრე არსებული ვარიანტები და გულისხმობენ შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ურთიერთქმედებას მონაწილეთათვის და კეთილდღეობის მიმღებთათვის. სოციალური ინოვაციები − ესაა სოციალურ პრობლემათა გადჭრის გზებისა და გადაწყვეტის შესაძლებლობა, რომლებიც ადრე არაადეკვატურად წყდებოდა. ეს გადაწყვეტილებები აგრეთვე უნდა იყოს ფუნქციონალური (ეფექტური) და ორიენტირებული სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ კეთილდღეობის მიმღებთათვის და ყველა მონაწილისათვის.

სოციალური ინოვაციების ძირითად ელემენტებად გამოდის მათი სოციალური მიმართულება, სოციალური მიზნის მიღწევისადმი ორიენტაცია; მათი რელევანტურობა და ლეგიტიმურობა თანასაზოგადოებაში, ე.ი. ის მდგომარეობა, რომ ინოვაციური გადაწყვეტილებები პასუხობენ მცხოვრებთა ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, აგრეთვე სიახლე ადგილობრივი კონტექსისათვის  და ის, რომ სოციალური ინოვაციები ეფუძნებიან აქტიურ სექტორთაშორის ურთიერთქმედებას მონაწილეთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

ევროკავშირში სოციალური ინოვაციის მაგალითებია: მაგ. ინოვაციები განათლების და უწყვეტი სწავლების სფეროში, რომელიც ეხება განათლებაში ბარიერების გადალახვას, სწავლების ახალი მეთოდებს; ინტერაქტიული სწავლებას, სასკოლო განათლებას, ინოვაციები მდგრადი განვითარების სფეროში და სიღარიბის შემცირებაში მიმართულია შემოსავლების მხარდაჭერისკენ, თვითდახმარებისკენ, შესაძლებლობების შექმნისკენ. დასაქმების სფეროში პროექტები გულისხმობენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს უმუშევრობის შემცირებისათვის ახალგაზრდებს შორის და მოსახლეობის სხვა სუსტ ჯგუფებს შორის სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის.  პროექტები სამედიცინო დახმარების სფეროში გულისხმობს, მაგ. სამედიცინო დახმარებას ონლაინ, კომპლექსურ დაქხმარებას, მოვლის ახალ მეთოდებს, მკურნალობის დამოუკიდებლად მართვას. სოციალური ინოვაციების მაგალითს ენერგომომარაგებაში წარმოადგენს გაერთიანებები ენერგეტიკულ სფეროში ლოკალური წარმოება და ენერგიის ეკონომიის სწავლება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგ. ირლანდიაში ინოვაციური პროექტების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ცარიელი და საცხოვრებლად უვარგისი მუნიციპალური შენობების რემონტში უმუშევრების სწავლება და ჩართვა; იტალიაში – წუნიანი ტანსაცმლისა და  ნაჭრების წარმოების განვითარებაში,  სამკერვალოდ მიგრანტების მოზიდვა  და სხვა.

მნიშვნელოვანია შეცეხოთ თუ სოციალური ინოვაციების მხარდაჭერის რა მეთოდებს იყენებს ევროკავშირი.

ევროკავშირში სოციალური ინოვაციების განვითარებისათვის სამი ძირიტადი ინსტრუმენტი გამოიყენება. პირველ რიგში ესაა სტრატეგია „ევროპა 2020“ და მისი ორი მიმართულება „ინოვაციური კავშირი“ და „ევროპული პოლიტიკა სიღარიბის წინააღმდეგ“. ორივე მიმართულება მოიცავს მასშტაბურ საქმიანობას და მთავრობის ორგანოებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეებს შორის თანამშრომლობის განვითარების დაფინანსებას ერთ ან რამოდენიმე ქვეყანაში.

მეორე მხრივ, ესაა (Social Business Initiative) რიგი ფინანსური და საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც მიმართულია სოციალური მეწარმეობის განვითარებისადმი, ადამიანურ კაპიტალში ინვესტორებისადმი, კვლევებისადმი, სოციალური ინოვაციების შემუშავებისა და გავრცელებისადმი და მიკროფინანსირების განვითარებისადმი.

ფინანსური მხარდაჭერა გულისხმობს ფინანსირების შესაძლებლობას რეგიონული განვითარების ევროპული ფონდიდან (183 მლრდ ევრო 2014-2020 წლებში) და ევროპული სოციალური ფონდიდან (80 მლრდ ევრო 2014-2020 წლებში).

მესამე მიმართულება ესაა (Social Investment Package) ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სოციალური ინვესტიციების გამოყენებისა და განვითარების კომპლექსური ზომების გამოყენება, სოციალური დაცვისათვის [Краснопольская И., Богословская Т.].

აღსანიშნავია, რომ სოციალურ სფერში, მაგ. ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და ენერგომომარაგების სფეროებისგან განსხვავებით, სოციალური  ინოვაციების წარმოებასა და გავრცელებაში ძირითადი როლი ეკუთვნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც გვევლინებიან მოქალაქეების ინოვაციური სიახლეების გამტარებლებად. თუმცა ჯერ არ არის გასაგები სწორედ არაკომერციული ორგანოზაციების რა პირობები და მახასიათებლები განსაზღრავენ ორგანიზაციის მონაწილეობას სოციალური ინოვაციების წარმოებასა და გავრცელებაში.

დასკვნა

სოციალური ინოვაციები რეალიზდება ადამიანის საქმიანობის სფეროებში მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის გაზრდის მიზნით. ამ თეზისების საფუძველზე სოციალური ინოვაციები წარმოადგენენ ხარსიხობრივი ცვლილების ერთობლიობის ადამიანური და სოციალური კაპიტალის ფორმირების, განვითრებისა და რეალიზაციის სფეროებში, პირადი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის დონის გაზრდის მიზნით.

სოციალური ინოვაციები ხასიათდება ისეთი თვისებებით, როგორიცაა სტრატეგიული მიმართულება, ინერტულობა, სინერგია, რისკიანობა.

სტრატეგიული მიმართულება განპირობებულია გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალური ინოვაციების გამოვლენით სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის ძირეული ფაქტორის პოზიციის მხრიდან.

სოციალური ინოვაციების ინერტულობის ქვეშ იგულისხმება მისი სუბიექტების ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც მიმართულია სოციალური ინოვაციების განხორციელების შეჩერებისაკენ ან წინააღმდეგობისაკენ.

სოციალური ინოვაციების დანერგვას შეიძლება თან ახლდეს სინერგიის ეფექტის წარმოშობა სხვადასხვა სამეურნეო სუბიექტებს შორის ურთიერთქმედების შედეგად.

სოციალურ ინოვაციებს ახასიათებთ რისკის მაღალი ხარისხი, რადგანაც მათი ფორმირება, გავრცელება და დანერგვა პრაქტიკაში დამოკიდებულია სოციალური კაპიტალის ხარსიხზე სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში.

სოციალური ინოვაციების ანალიზისას გამოვლინდა, რომ:

-  სოციალური მეწარმეობა - ესაა სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც მიმართულია სოცაილური პრობლემების შემსუბუქებასა და გადაჭრაზე. სოციალური საწარმოების ძირითადი მიზანია - სოციალური პრობლემების გადაჭრა ინოვაციური მეთოდებით, ე.ი. სოციალური კეთილდღეობის შექმნა, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მეშვეობით;

-  სოციალური საწარმო თავისი არსით  და ფუნქციებით „არაკომერციული ორგანიზაციის“ ცნების იდენტურია. აღნიშნული კეტეგორია,  გარდა ამისა მოიცავს ისეთ ტრადიციულ ორგანიზაციებს, როგორიცაა არაკომერციული თეატრები, ჰოსპიტალები, სკოლები, სოციალური მომსახურების მწარმოებლები და სხვა;

-  სოციალური კოოპერაციები წარმოადგენენ მოქალაქეების გაერთიანებებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევისაკენ.

-  სოციალური პარტნიორობა - ესაა, ინსტიტუტებისა და მექანიზმების, საწარმოო პროცესის მონაწილეების ინტერესების შეთანხმების სისტემა: მომუშავეების, დამსაქმებლების და პროფკავშირების, რომლებიც დაფუძნებულია თანაბარ თანამშრომლობაზე.

უნდა ითქვას, რომ სოციალური ინოვაციების ტიპოლოგია ხასიათდება მრავალფეროვნებით, მრავალკრიტერიულობით და მნიშვნელოვანია როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი ასპექტებით, რადგანაც სოციალური ინოვაციების სახეების გამოყოფა საკვლევი ობიექტის შესახებ მიზნობრივი და დასრულებული წარმოდგენის ფორმირების საშუალებას გვაძლევს. აგრეთვე საშუალებას იძლევა გამოვლენილი იქნას სოციალური ინოვაციების  განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები პირადი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაზრდის მიზნით. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Голубева А.А., Соколова Е.В. Инновации в обЩественном секторе: введение в проблему//Вестник Санк-Петербурского университета. Менеджмент. – 2010. №4.
  2. Зырянов М. Социальные инновации: разрешение инновационных конфликтов. 2016. https://www.computerworld.ru/articles/Sotsialnye-innovatsii-tehnologii-kotorye-uluchshayut-zhizn
  3. Краснопольская И., Богословская Т. Социальные инновации: о чем говорит европейский опыт и что влияет на инновационность НКО в Россий? https://www.hse.ru/science/news/250124865.html
  4. Маргуляна Я. А.Социальные инновации в управлении человеческими ресурсами. Монография. Санкт-Петербург 2018.
  5. Ромащенко Т.Д., Кисова А.Е. Социальные инновации: содержание, субъектные формы и классификация. ж. Вестник Воронежского Государственного Университа. серия экономика и управление. №3, 2020.
  6. Устинова К.А.Социальные инновации: эффекты от реализации и перспективы развития. ж. Вопросы инновационной экономики.т.2. 2020.